მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet: მოგზაურები იმედგაცრუებულები არიან კარანტინის პირობების შეცვლით

5f57648763afa
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.20 22:31
893
ავიაკომპანია EasyJet-ი აცხადებს, რომ მოგზაურები იმედგაცრუებული არიან კარანტინის პირობების შეცვლით და მათ ნდობის ინდექსზე ბრიტანეთის მიერ დაწესებული რეგულაციები კარანტინის შესახებ ნეგატიურად მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია მგზავრთა ნაკადის 40%-იან ზრდას გასული თვიდან ელოდებოდა, მაგრამ EasyJet-მა პროგნოზები შეცვალა და ამ ნიშნულზე გასვლას შემოდგომიდან ვარაუდობს.

„როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მგზავრებიც იმედგაცრუებულები არიან. მგზავრებს უჭირთ მოგზაურობასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება მთავრობის მიერ დაწესებულები აკრძალვების გამო“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მიუხედვად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკარანტინე პერიოდის შემცირებას 14 დღიდან ერთ კვირამდე აპირებს, ზოგიერთი ქვეყნიდან მომავალი მგზავრებისთვის ისევ 14-დღიანი კარანტინი იქნება სავალდებულო.

გარდა ამისა, გუშინ ბრიტანეთმა საბერძნეთის შვიდი კუნძული დაამატა ჩამონათვალში, ასე რომ საბერძნეთიდან დაბრუნებულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. EasyJet-ის ხელმძღვანელის განცხადებით, საბერძნეთის კუნძულებთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინე ნორმები კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობის მომტანი იქნება, რის გამოც ავიაკომპანიას პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

შეგახსენებთ, EasyJet-ი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო სამუშაო ადგილების 30%-ით ანუ 4,500-ით შემცირებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები