მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ს მომხმარებლები სასამართლოში უჩივიან

5ef34aadb85e2
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 21:40
929
ბრიტანულ ავიაკომპანია EasyJet-ს, რომლის 9 მილიონი მომხმარებლის მონაცემებმა კიბერთავდასხმის შედეგად ინტერნეტში გაჟონა, 10 ათასზე მეტი ადამიანი სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ს დაზარალებულთა ადვოკატებმა განუცხადეს.

კოლექტიურ სარჩელს 50-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ. გამოცემის ცნობით, ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფური სასამართლო დავაა.

Financial Times-ის ინფორმაციით, დაზარალებული მომხმარებლების ინტერესებს სასამართლოში ლონდონური იურიდიული კომპანია PGMBM-ი დაიცავს.

მიმდინარე წლის მაისში ჰაკერებმა EasyJet-ის 9 მილიონამდე კლიენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფრენების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები