ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გამართავენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD-ის პრესსამსახური ავრცელებს. EBRD-ის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრები ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:
• კლარა კროლი - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და საქართველოს დირექტორი;
• გერჰარდ ჰაცი - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორი;
• იან პუზატი - EBRD-ის დირექტორი საფრანგეთში;
• როსმარი შლუპი - შვეიცარიის, უკრაინის, ლიხტენშტეინის, თურქმენეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და უზბეკეთის დირექტორი;
• კეტრინ ალენი - ალტერნატიული დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატებში;
• მარკუს შულტე - ევროკავშირის (EU) ალტერნატიული დირექტორი;
• ალფრედო პანარელა - EIB-ის ალტერნატიული დირექტორი;
• იან ვილემ ვან დენ უოლ ბეიკი - ალტერნატიული დირექტორი ნიდერლანდებში, ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში;
• კარინა კარაივანოვა - ალტერნატიული დირექტორი პოლონეთში, ბულგარეთში და ალბანეთში;
• კრისტინა აკესონი - ალტერნატიული დირექტორი შვედეთის, ისლანდიისა და ესტონეთის საკითხებში;
• შონ ლი - ალტერნატიული დირექტორი ავსტრალიაში, კორეაში, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეში.
• დელეგაციას უხელმძღვანელებს ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
საბჭოს ვიზიტები EBRD-ის აქციონერთა წარმომადგენლებს აწვდის პირდაპირ ინფორმაციას იმ ეკონომიკებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ბანკი მუშაობს.
დირექტორთა საბჭოს წევრთა ვიზიტი 19-23 ივნისს შედგება.