მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა SME-ს წარმომადგენელთა მხარდასაჭერად ახალი ონლაინ პლატფორმა აამოქმედა

6155a6ca37542
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.21 15:59
306

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აამოქმედა ვებ-გვერდი, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციებით უზრუნველყოფს. მომსახურების მიზანია, დაეხმაროს საწარმოებს, უკეთ გაუმკლავდნენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს.

ახლი ვებ-გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც კომპანიების მფლობელებს და მენეჯერებს დაეხმარება, მეტად ეფექტიანად იურთიერთონ მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან, გადაჭრან საოპერაციო და ფინანსური პრობლემები და სწორად წარმართონ რესტრუქტურიზაციის პროცესი.

გარდა ამისა, პლატფორმა კომპანიებს უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციებით კორპორაციულ, შრომითი უფლებების და გაკოტრების შესახებ კანონმდებლობასთან მიმართებით.ეს ის სფეროებია, რომელთან დაკავშირებულ ნოუ-ჰაუსა და ინფორმაციაზეც მცირე ბიზნესში დიდი მოთხოვნაა.

”მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების სფეროში და ეკონომიკური ზრდის წვლილის შეტანაში.ჩვენ ამ ახალი ინიციატივით ვცდილობთ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს რთულ პერიოდში“, - განაცადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა.

მცირე და საშუალო ბიზნესისწარმომადგნლებს შეუძლიათ ახალ ვებ-გვერდთან დაკავშირებულ სიახლეებს დეტალურად გაეცნონ 2021 წლის 8 ოქტომბერს, რეგისტრაციისთვის საჭიროა ეწვიოთ შემდეგ ბმულს:https://forms.gle/bMCf9pPEH2eYaSqaA

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები