ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
აღნიშნული სესხით მოხდება GHG-ის მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის და კრიტიკული ხარჯების დაფინანსება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
როგორც EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაშია მითითებული, COVID-19-თან ბრძოლაში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს დახმარების თვალსაზრისით, რადგან ჯგუფმა მოახდინა 6 დიდი საავადმყოფოს ადაპტირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ასევე, თანხვედრაშია WHO-ს საერთაშორისო გაიდლაინებთან.
პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს COVID-19 ტესტირების განხორციელებას ქვეყნის ყველაზე მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია Megalab-ში, რომელიც, ასევე, დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ.