მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-სგან მიღებული €4 მლრდ-ის დახმარებიდან ნახევარზე მეტი კერძო სექტორზე მოდის - ცქიტიშვილი

6019306be29a6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 15:10
828
EBRD ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი თანამშრომლობის პაკეტის მქონე პარტნიორია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და ჯამური ღირებულება 4 მლრდ ევროს აღემატება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დონორია და მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ახალი გვირაბის გაყვანას აფინანსებს. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. EBRD-ის დახმარებით, 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და ნაწილი ჩამოდის უახლოეს მომავალში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან.

„მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, EBRD-ს პრაქტიკულად კერძო სექტორთან აქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები