ევროპის ცენტრაური ბანკი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან თანამშრომლობით ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროსისტემა შეუერთდება საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (Bank for International Settlements) ინოვაციების ჰაბს. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ახალი ცენტრები, რომლებიც ფრანკფურტში და პარიზშია განთავსებული, ევროპის ბანკის კოორდინირებული დახმარებით შეძლებენ დანერგონ ციფრული საბანკო მომსახურების სიახლეები, რაც გლობალურ გამოწვევებზე გლობალური პასუხი იქნება“, - წერს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი Facebook-ის გვერდზე.