კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესამცირებლად ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) 750 მილიარდი ევროს (820 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს ევროს მხარდასაჭერად მოცემულ არაორდინალურ სიტუაციაში.
ბოლო დღეებში ECB-ის ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან განსხვავებით არ იღებდა შესაბამის ზომებს ევროზონის მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს 700 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოყო ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. სარეზერვო სისტემის ნაბიჯები ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად.