მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეკონომიკის გადახურების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს” - გოგა თხელიძე

62d961c947801
ანუკა ჯოხაძე
21.07.22 21:17
980
2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. ეკონომისტები ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და ასევე ორნიშნა ინფლაციის ფონზე აქტიურად საუბრობენ იმ რისკებზე, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკის გადახურება გამოიწვიოს.

თუმცა ამ პოზიციას არ ეთახმება საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გადახურების რისკები არ არის.

ეკონომიკის გადახურების რისკებს ვერც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ხედავს. გოგა თხელიძე აცხადებს, რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდა კონკრეტული ფაქტორებით არის განპირობებული.

“ჩვენ ყოველკვირეულად ვაკვირდებით რეგულარულად ეკონომიკის დინამიკას და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდა არის დაფუძნებული ძალიან ძლიერ ფუნდამენტალებზე და ეკონომიკის გადახურების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს.” - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები