მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი დავით ხიდაშელის მიერ VTB-ის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

62de87d018ddf
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.22 16:16
616
„მე არ მაქვს ინფორმაცია ბატონი დავითის გეგმების შესახებ“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დავით ხიდაშელის მიერ BMG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა და რომელიც დავით ხიდაშელის მიერ VTB ბანკის შეძენის საკითხს შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და ეროვნული ბანკი ბიზნესმენის მხრიდან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, რეგულაციების დაცვით იმოქმედებს.

„თქვენ ვარაუდებზე საუბრობთ და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომელსაც ეროვნულ ბანკი იცავს თუ რომელიმე ბანკში ხდება აქციონერთა ცვლილება“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის განცხადებით, მარეგულირებელში „ვითიბი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებით, დავით ხიდაშელის მხრიდან განაცხადი სებ-ში ჯერ არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები