ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში "ჰუალინგ ჯგუფმა” სასტუმროს გახსნის მიზნით სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიაში დაუდასტურეს. როგორც "ჰუალინგ ჯგუფში” ამბობენ, ამ ეტაპზე შენობის შიდა მხრიდან გასუფთავების პროცესია დაწყებული. ასევე მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები, შემდეგ კი დაიწყება უკვე კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები. დამატებით დეტალებს ვადებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომპანიაში ვერ ასახელებენ.
შეგახსენებთ, თბილისში, ჭანტურიას 12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობა, პროგარამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა.
ინვესტორის ვალდებულება არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. "ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს მშენებლობის ვადა 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა.