მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

64424ec258d72
მარიამ ვარადაშვილი
21.04.23 12:59
617
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში არ ველოდებით ტარიფების მატებას. ბუნებრივი გაზის ტარიფები გასული წლის დეკემბერში დავადგინეთ და უცვლელად დავტოვეთ. ელექტროენერგიის ნაწილშიც პერიოდულად გადახედვა გვიწევს და ბოლო გადახედვა გვექნება მაშინ, როცა ბაზარი გაიხსნება, თუმცა ბაზრის გახნის პირობებშიც ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ვუყურებთ ენერგიის ღირებულებას, კომპანიების ფინანსურ მაჩვენებელს ვალუტის გაცვლით კურსს და სხვა. ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, აქ ტარიფების გადახედვა დეკემბერშია დაგეგმილი, ჯერჯერობით კომპანიებისგან სატარიფო განაცხადები არ მიგვიღია. მათი განაცხადები სემეკში ზაფხულში უნდა შემოვიდეს და არსებული წესის შესაბამისად წლის ბოლოსთვის წყალმომარაგების ტარიფსაც დავადგენთ”,-ამბობს ნარმანია.

გასული წლის ბოლოს სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფი როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უცვლელად დატოვა. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები 5 წლიან პერიოდზე განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები