მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის იმპორტი: ტრანზიტი და ფასები

BM.GE
05.03.21 13:18
624
2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით - 414 მილიონ კილოვატსაათამდე გაიზარდა. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი ჰესის “ენგურისა” და “ვარდნილჰესების” კასკადის სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო.

იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა - კერძოდ: შესყიდული რუსული ელექტროენერგიის მოცულობამ 262 მილიონი კილოვატსაათი, ხოლო აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მოცულობამ 152 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად: რუსული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულება 7 მილიონი დოლარი იყო.

სტუმარი: ანდრია გვიდიანი - ეკონომისტი
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები