მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს შეხვდა და კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსებაზე ესაუბრა

607054d5d9e4d
BM.GE
09.04.21 17:20
650
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს, „მანტა რეი“ ჯგუფის გენერალურ დირექტორს, მარსელ ბენჰამუსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ბატონ მარსელ ბენჰამუსს საქართველოში მრავალი ბიზნეს გეგმა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მომავალი კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და კულტურის მიმართულებით პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები