მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 წლით გადავადდება - რომეო მიქაუტაძე

649d38f6280f4
თელარა გელანტია
29.06.23 11:52
1094

„ინიცირდება კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას ქვეყანაში 1 წლით გადაავადებს“ - ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.

ენერგობირჟის კიდევ ერთხელ, უფრო კონკრეტულად კი მეექვსედ გადავადების მიზეზების შესახებ BM.GE დამატებით ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროდან ელის. 

ცნობისთვის, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ბოლოს 1 მაისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის კიდევ ერთხელ გადაავადეს და ამოქმედების თარიღად პირველი ივლისი განსაზღვრეს. მთავრობაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ივლისში საბალანსო ენერგოობიექტები თითქმის სრული დატვირთვით იმუშავებენ, რაც ახალ სისტემაზე გადასვლისას გარკვეულ რისკებს დააზღვევს. აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება უკვე ხუთჯერ გადავადდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა BM.GE-ის კითხვას ბირჟის ამოქმედების თარიღის შესახებ დაზუსტებით ვერ უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. მინისტრმა განმარტა, რომ ეს კომპლექსური საკითხია, რომელზეც მთავრობა პარტნიორებთან ერთად მუშაობს. „ეს ბირჟის წესებში ვაჭრობის კონკრეტულ ელემენტებს ეხებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო იმპორტულ ელექტროენერგიასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმპორტს ახორციელებს“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები