მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას გაზის დანადგარების ხშირი შემოწმებისკენ მოუწოდებს

616d9efa2f705
მარიამ იზორია
18.10.21 23:20
824
როგორ ხვდება ქვეყანა ზამთრის სეზონს? რამდენად მაღალია ბუნებრივი აირის აფეთქების რისკები თბილისსა და რეგიონებში? ამ შეკითხვებს გადაცემა "საქმის კურსში" ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გასცა პასუხი. 

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქი ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება, რადგან შესაბამისი სამუშაოების შედეგად რისკები მაქსიმალურად შემცირებულია, თუმცა მისივე თქმით, შედარებით რთული ვითარებაა რეგიონებში. სწორედ ამიტომ „სემეკის“ ჩართულობით მალე რეგიონული გამაფრთხილებელი აქციები დაიწყება, რათა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ბუნებრივი აირის აფეთქების საფრთხეები სრულიად გამოირიცხოს.

ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისა და დანადგარების ხშირი შემოწმებისკენაც მოუწოდებს.

„შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი ამ სეზონს მომზადებული ხვდება, რადგან ის სამუშაოები რაც აუცილებელი იყო კომპანიის მხრიდან არ შეწყვეტილა და შედეგად, მშვიდობიანი 2020-2021 წლები მივიღეთ. თუმცა სიფრთხილის ზომების გამკაცრება და მათზე მონიტორინგი სავალდებულოა, ახლა აუცილებელია, რომ გათბობის ჩასართავად მოვემზადოთ, ბუნებრივი აირის დანადგარების გამოყენებას მეტი დატვირთვით ვიწყებთ, შესაბამისად უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ უნდა დავუშვათ ისეთი დანადგარების განთავსება ან ხელახლა დამონტაჟება, რომელიც უკვე ჩახსნილია, გამათბობლების ხშირი შემოწმება ყოველწლიურ კულტურად უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ საცხოვრებელ სახლს ვტოვებთ დანადგარი ჩართული არ უნდა დაგვრჩეს, ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ, გავხსნათ ფანჯრები, დავტოვოთ სახლი და დავრეკოთ ცხელ ხაზზე“, - განმარტავს ენერგოომბუდსმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები