მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée ლონდონში ახალ ფილიალს ხსნის

6217a555ca1dd
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 22:11
1218
სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი ქართული კომპანია Entrée ლონდონში ახალ, რიგით მეორე ფილიალს ხსნის - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის facebook-გვერდზეა განთავსებული.

„ფოტო ახალი ლოკაციიდან ლონდონში, Entrée Mayfair გაზაფხულზე გაიხსნება!

მისამართი:
35 Bruton Place
Berkeley Square
W1J 6NS“, - წერია პოსტში.

BM.GE დეტალების გარკვევას კომპანიასთან ცდილობს. აღსანიშნია, რომ საცხობის ქსელი „ანტრე“ 2022 წლის გაზაფხულისთვის ლონდონში ორი ახალი ფილიალს გახსნას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს „ანტრეს“ დამფუძნებელმა ევგენი ფიჩხაიამ განუცხადა, კომპანიისთვის ამ დროისთვის პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთის ბაზარია, რადგან ლონდონში უკვე არსებული „ანტრეს“ ობიექტი ისეთ საწარმოს აერთიანებს, რომელსაც ჯამში, 5 ფილიალის მომარაგება შეუძლია. ცნობისთვის, "ანტრე" ბრიტანეთის ბაზარზე გასული წლის ზაფხულში შევიდა. 

ამასთან, მისივე თქმით, 2022 წელს ორ-ორი ახალი ფილიალი აზერბაიჯანსა (ბაქოში) და საქართველოშიც გაიხსნება, საბოლოოდ კი „ანტრე“ საქართველოს მასშტაბით - 16, ბაქოში - 8 და დიდ ბრიტანეთში 3 ფილიალს გააერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები