მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée ლონდონში მესამე ფილიალს ხსნის

62cff78a40b94
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.22 15:05
2151

ქართული კომპანია Entrée, ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარებას განაგრძობს და ლონდონში რიგით მესამე ფილიალს მომავალ კვირას ხსნის.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძე აღნიშნავს, ეს იქნება ბუკინგემის სასახლესთან ყველაზე ახლოს მდებარე ფილიალი. Entrée-ს ახალი ობიექტის გასახსნელად კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია განახორციელა და 8 სამუშაო ადგილი შექმნა.

„ლონდონში Entrée-ს დღეისთვის მოქმედი ფილიალების მიმართ როგორც იქ მცხოვრები ქართველები, ასევე უცხოელები დიდ ინტერესს გამოხატავენ. სტუმრები სწორედ Entrée-ს საშუალებით გაეცვნენ ქართულ უნიკალურ კერძებს, რომელიც ჩვენ მათ სპეციალურად შემუშავებული ფორმატით წარვუდგინეთ. ბრიტანელი მომხმარებლის მიერ იმდენად დიდია ინტერესი, რომ კომპანია, გეგმის მიხედვით, ლონდონში მესამე ფილიალს მომდევნო კვირაში გახსნის. ეს ფილიალი ბუკინგემის სასახლიდან 7 წუთში მდებარეობს.

ახალი ფილიალის შემთხვევაშიც სტუმრებს ქართული ტრადიციულ კერძებთან ერთად ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს ვთავაზობთ. ქართული და დასავლური კულტურის ეს უნიკალური ნაზავი ბრიტანელი მომხმარებელისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მიმზიდველი გამოდგა” - ამბობს ლიკა მიქაუტაძე.

კომპანიის კომუნკაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ლონდონში დასაქმებულების გადამზადების კურსებს Entrée-ს საქართველოში მოქმედი ფილიალების გამოცდილი თანამშრომლები ახორციელებენ.

შედეგად დღეს Entrée-ს ქსელი ლონდონში 3 ფილიალს, აზერბაიჯანში 6 ობიექტს, საქართველოში კი 14 ფილიალს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები