მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს - სტოლტენბერგი

64ac663784f9d
ალა ისპირიანი
11.07.23 00:09
651
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე ავრცელებს.

"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ერდოღანთან და შვედეთის პრემიერთან ერთად ვმასპინძლობდი, პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაგზავნას და ასევე რატიფიკაციის უზრუნველყოფას.

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს ხდის" - დაწერა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში გაერთიანებით მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ალიანსის ახალი წევრის მიღებას NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე დაამტკიცოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები