მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანის დასამარცხებლად ოპოზიციონერმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

645cebbf168cd
გიორგი თოლორდავა
11.05.23 17:28
762
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, მუჰარემ ინსემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის და კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტიკოსის განმარტებით, ის ამ გადაწყვეტილება ქვეყნის დახმარების მიზნით იღებს, რათა მისმა მხარდამჭერებმაც ხმა მისცენ ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს, რომელიც ამჟამად გამოკითხვებში ლიდერობს და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უსწრებს.

„არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებ. ამ გადაწყვეტილებას ჩემი ქვეყნისთვის ვიღებ. არ მინდა, რომ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხება მე დამბრალდეს, სჯობს ჩემმა მხარდამჭერებმა ხმა კილიჩდაროღლუს მისცენ, რათა ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ“, - აცხადებს ინსე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები