მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

6460b444f09ca
BM.GE
14.05.23 14:11
680
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მეუღლესთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

ქვეყნის დღევანდელმა ხელმძღვანელმა თავისი არჩევანი თურქეთის დროით 11:40 საათზე გააკეთა და ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ არჩევნები „თურქეთის დემოკრატიის სასიკეთოთ მიიმართება“.

„ხმის მიცემის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სირთულეების გარეშე გრძელდება. მიწისძვრის რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეები ასევე მონაწილეობენ არჩევნებში დიდი ენთუზიამით მონაწილეობენ. სირთულეები არც ამ რეგიონში გვქონია“, - განაცხადა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს თავისი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს „თურქული დემოკრატიის“ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები