მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერისიონის“ შენობის რეაბილიტაციისთვის 14.3 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

6191125095fbc
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.21 17:37
588
„ერისიონის“ შენობის რეაბილიტაციისთვის 14.3 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებულია, ტენდერში წინადადებების მიღება 1 დეკემბერს იწყება და 6 დეკემბერს სრულდება. შენობა–ნაგებობა თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარეობს.

დაგეგმილია როგორც ფასადის, ასევე სახურავის, ვიტრაჟის სრული რეაბილიტაცია, შენობის შიდა მოპირკეთება და ა.შ.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. თანხა 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

“პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება ანალოგიური (ანალოგიური ტიპის სამშენებლო პროექტებად ჩაითვლება საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებების - საოფისე შენობები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და ა.შ.) სამუშაოების შესრულებასთან მიმართებით;

. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება რომლის ღირებულება უნდა იყოს სულ მცირე 7 000 000 შვიდი მილიონი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოები უნდა მოიცავდეს მიწის, საძირკვლისა და რკინა-ბეტონის მოწყობის, გადახურვის, ფასადის, შიდა და გარე სივრცეების სარემონტო-მოსაპირკეთებელ და აკუსტიკურ სამუშაოებს”,– ნათქვამია დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები