მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი დოლარიზაციის ნეგატიური ეფექტების შესახებ კვლევას აქვეყნებს

644a82000e312
BM.GE
27.04.23 18:14
4201
ეროვნული ბანკი დოლარიზაციის ნეგატიური ეფექტების შესახებ კვლევას აქვეყნებს. 2023 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო კრედიტების 55.45% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხების ლარიზაცია 4.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო ორწლიან ჭრილში ლარიზაციამ 10 პროცენტული პუქნტით იმატა. ამ ზრდის წამყვანი მიზეზები ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში უკანასკნელი წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები იყო. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს 200,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვა წარმოადგენდა.

“კვლევითი ნაშრომი "ფინანსური დოლარიზაციის ნეგატიური გვერდითი ეფექტები" ეროვნული ბანკის თანამშრომლების - ვალიდა ფანცულაიას, ანა ჯანგველაძისა და შალვა მხატრიშვილის მიერ მომზადდა. სტატიაში განხილულია დოლარიზაციის ის რამდენიმე გვერდითი ეფექტი, რომლებმაც შესაძლოა დოლარიზაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება გამოიწვიოს, მაშინაც კი, როდესაც დოლარიზაციის თავდაპირველი გამომწვევი მიზეზი (ფასების არასტაბილურობა) აღმოფხვრილია. ავტორთა მოსაზრებით, დოლარიზაციის ეს უარყოფითი გარეგანი ეფექტები შესაძლოა, ეკონომიკურად მნიშვნელოვან ხარჯს იწვევდეს (რეალური მშპ-ის ზრდის ტემპზე დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტის ზომის გავლენა) ისეთი მცირე და მაღალ დოლარიზებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სრულად კვლევით ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები