მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების ფონზე $20 მილიონს გაყიდის

5ddd12d53edbb
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.19 15:57
1316
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დღეს სავალუტო აუქციონს განახორციელებს. არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მიერ $20 მილიონი დოლარის გაყიდვა იგეგმება. 

ამ დროისთვის სავალუტო აუქციონის შედეგები უცნობია; ასევე უცნობია თუ რა მოცულობის თანხა გაიყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი დღეს, 17:00-მდე გაავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი მკვეთრად გაუფასურდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დოლარის გაცვლითი კურსი 2.9890 ლარსაც აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები