მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი მიკრობანკების მარეგულირებელი აქტების პროექტებს აქვეყნებს

646b42f28b6d5
BM.GE
22.05.23 14:18
435
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების მარეგულირებელი აქტების პროექტები გამოაქვეყნა. შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღების შემდეგ ქვეყანაში ახალი ტიპის საბანკო დაწესებულებების, მიკრობანკების დაფუძნება გახდება შესაძლებელი.

მიკრობანკების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა, რის შედეგადაც სებ-ს კანონქვემდებარე აქტების მიღება დაევალა.

მიკრობანკი ახალი ტიპის საბანკო დაწესებულება იქნება, ეს საბანკო სტატუსი ამჟამად ბაზარზე არსებულ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არის ორიენტირებული, რომლებსაც მიკრობანკად გარდაქმნა შეეძლებათ. ამჟამად ცნობილია, რომ სამი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტატუსის შეცვლით არის დაინტერესებული.

“ეროვნული ბანკი, შემუშავებული აქტების პროექტების ნაწილს სექტორს საკონსულტაციოდ სთავაზობს და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებებისა და კომენტარების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს:

მიკრობანკების ლიცენზირების წესი;
მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება (დანართებთან ერთად);
მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება;
"საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ აქტის პროექტი;
მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება;
მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება;
მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსი;
უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია მიკრობანკებისათვის (და მისი დანართი);
ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი მიკრობანკებისთვის.

მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები