მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე - პრემიერი

6464e808087c5
BM.GE
17.05.23 18:48
583
ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

“ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: "ვერთიანდებით ევროპისთვის". კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები