პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოღალატედ მაშინ უნდა მოეხსენიებინა, როცა მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ჩააგდო“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ პრეტენზია იმ კოლეგების მიმართაც გამოთქვა, რომელთაც არცერთხელ უკითხავთ - რატომ გაჩერდა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ანუ რა მოხდა სინამდვილეში.
„ამ ადამიანის <გიორგი გახარიას> მიმართ მოღალატეობრვი შეფასება უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი ჩააგდო - მხედველობაში მაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არაა უბრალოდ პოლიტიკური განცხადება. მე ამას ფაქტებით და მტკიცებულებით გავამყარებ. ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 2 წელი გავა მალე, რაც თქვენი ხელისუფლება, რამდენიმე მინისტრის და დეპუტატის მონაწილეობთ, რომლებიც დღესაც აქ არიან, შანსს და საშუალებას არ უშვებდა, რომ პირდაპაირ ჩვენი ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის არ დაერტყა. ისმის კითხვა - იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ჩავარდნილ პროექტზე. ასევე, სუფთა კოლეგიალური თვალსაზრისით მინდა გკითხოთ - ერთი თვეა პარლამენტში ვარ და არცერთ თქვენგანს მათაც კი, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობ, კითხვაც კი არ დაგისვამთ - რეალურად რა მოხდა, რეალურად რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი?! იქნებ მოგესმინათ და გარკვეულიყავით... ეს არის პრობლემა“, - მიმართა კოლეგებს მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ის გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის აღდგენის კონკრეტულ გეგმას მოამზადებს.