მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი წლის განმავლობაში რუსეთში საავიაციო ინდუსტრია ფუნქციონირებას შეწყვეტს – CNN

622dd8486697d
მარიამ ადამია
13.03.22 23:00
3990

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას გადაასწრო და დედამიწის ყველაზე სანქცინირებული სახელმწიფო გახდა, რომლის შედეგებსაც ქვეყანა უკვე იმკის. პარალელურად ექსპერტებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კეთდება წინასწარი პროგნოზებიც, მათ შორის რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლზე-ავიაციაზე, რომელიც სხვადასხვა პროგნოზებით, მალე სიცოცხლისუუნარო იქნება.

რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ დახურა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა. ამასთანავე, ევროკავშირმა სალიზინგო კომპანიებს მათ მიერ რუსული კომპანიებისთვის მიწოდებული თვითმფრინავების უკან დაბრუნება მოსთხოვა.

თვითმფრინავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Boeing-მა, რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეწყვიტა, ტექნიკური მომსახურება შეაჩერა და მოსკოვში არსებული სასწავლო ცენტრი დახურა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თვითმფრინავების რიგით მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, Airbus-მა – კომპანიამ რუსული ავიაკომპანიების ტექნიკური მხარდაჭერა შეწყვიტა, ქვეყანაში სათადარიგო ნაწილების ექსპორტი შეაჩერა და რუსეთში არსებული საინჟინრო დაწესებულება დახურა.

„თვის ბოლომდე, რუსული ავიაკომპანიები ფრენებს შეწყვეტენ. საერთაშორისო რეისების გარეშე, გადარჩენა შეუძლებელი იქნება, რაც თავისთავად, ინფრასტრუქტურას ჩამოშლის და ამას წინ ვერავინ აღუდგება. ძალიან ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ“ – აღნიშნავს საავიაციო სამართლის კომპანიის, Ante-ს პარტნიორი ანდრეი გუკი.

ასევე ეს ნიშნავს იმასაც, რომ რუსულ ავიაკომპანიებს რამდენიმე კვირაში შესაძლოა საჭირო ნაწილების მარაგი ამოეწუროთ.

“რუსეთის მთავრობის პრიორიტეტი არაა მომხმარებელთა უსაფრთხოება და საიმედოობა“, - ამბობს ჩარლზ ლიჩფილდი, ატლანტიკური საბჭოს GeoEconomics ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ექსპერტები გამოცემა CNN-თან საუბრისას აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში რუსეთში საავიაციო ინდუსტრია არსებობას შეწყვეტს, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის რუსეთის მთლიან ეკონომიკურ აქტივობას.

მათი შეფასებით, რუსები არ დაფრინავენ ისე, როგორც ამერიკელები – ისინი არ დაფრინავენ ციმბირში დასასვენებლად, მაგრამ ავიახაზების ინდუსტრია გადამწყვეტი რგოლია ბიზნესისთვის, არა მხოლოდ საერთაშორისო ფრენებისთვის, არამედ შიდა მომსახურებისთვისაც, ხოლო დაწესებული სანქციების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი მომავალი, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები