მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ქართული კომპანია უკრაინელი პარტნიორით" - თურნავა ტყიბულის ახალ ინვესტორზე

5d8cc5e62a604
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.19 18:01
1173
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში იმყოფება. მინისტრის თქმით, დღეიდან კომპანიაში პრაქტიკულად ახალი ინვესტორი შედის, თუმცა, მისი ვინაობის დასახელებისგან თურნავა თავს იკავებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის გამოცდილი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში წიაღისეულით ვაჭრობით არის დაკავებული და რომელსაც უკრაინელი პარტნიორები ჰყავს. 

"ყველა ვალდებულებას გავაკონტროლებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტს დაიცავს და შეასრულებს, ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოს დაწყება. "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფმა" თავად განაცხადა, რომ მათ იპოვეს ინვესტორი. საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა მოვისმინეთ თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს. როგორი შეთანხმება შედგება მათ შორის, ეს არის ორი ბიზნესის საქმე. ეს იქნება სრული გადაბარება თუ პარტნიორობა, ეს შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. მთავარია, რომ ჩვენთან პასუხისმგებელი გამოდის ახალი ინვესტორი"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. 

რაც შეეხება ახალი ინვესტორი კომპანიის ვინაობას, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის კომპანია, რომელსაც "გამოცდილება აქვს სხვადასხვა წიაღისეულის ვაჭრობაში, თქვენ შეგიძლიათ დანარჩენი დეტალები, მათ შორის კონკრეტულად კომპანიის სახელიც ჰკითხოთ "ჯი აი ჯი ჯგუფს". ეს არის საკმაოდ გამოცდილი ქართული კომპანია, მათ ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები, ვისაც ასევე დიდი გამოცდილება აქვთ უკრაინაში ნახშირის შახტების მართვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,"- ამბობს მინისტრი. 

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები