მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის წყალში გადაყრილი ფული” - მაია სიდამონიძე "ბლექ სი არენას" კონცერტებზე

6442998bac8ad
ანუკა ჯოხაძე
21.04.23 18:28
1319
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის გაცხადებული მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ამ იდეის განხორციელებით ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება, ისეთი პოპულარული არტისტების, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებს არა სახელწმიფო, არამედ სრულად კერძო სექტორი უნდა ახორციელებდეს.

“რატომ უნდა გააკეთოს დღეს სახელმწიფომ ეს კონცერტები და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ჩემთვის გაუგებარია. ეს არის წყალში გადაყრილი ფული, იმიტომ, რომ ამას ბევრად უკეთესად დაგეგმავს კერძო სექტორი, გააკეთებს და გაყიდის. უფრო მეტ შემოსავალსაც მიიღებს”, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

ამასთან, მისი თქმით, სახელწმიფო სუბსიდირებით კონცერტების ჩატარების გადაწყვეტილებას თუ ქვეყანა იღებს ის არა სეზონზე, არამედ ტურისტულად არა აქტიურ პერიოდში უნდა გაკეთდეს.

სიდამონიძე ამბობს, რომ აგვისტოში საქართველო ტურისტებით ისედაც დატვირთულია და ეს ბიზნესისთვის დახმარება ვერ იქნება. უფრო მეტიც, სიდამონიძე აცხადებს, რომ აგვისტოს პერიოდში კონცერტების დროს სერიზული პრობლემა შეიქმნება დასარჩენი ადგილების და კვების ობიექტების.

“ასეთი ტიპის ღონისძიებები, მითუმეტეს, როცა სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდება, უნდა იყოს წესით არა სეზონზე, როცა კურორტები ისედაც დატვირთულია, არამდედ მაშინ, როცა საჭიროა რეგიონში მეტი ტურისტი ჩავიდეს, არასეზონე. ვფიქრობ, კონცერტებზე ძირითადად ქართველები იქნებიან და ეს ტურისტებზე გათვლილი არ არის.

აგვისტოში, როდესაც ისედაც გადავსებულია დასავლეთი, ამას ემატება კონცერტები, უბრალოდ იმ პერიოდში შეუძლებელი იქნება განთავსების საშუალების შოვნა, იქნება უაზროდ გაზრდილი ფასები და უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს კერძო სექტორშიც და დამსვენებელშიც, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო ოქტომბერში ან სექტემბერში”, - ამბობს მაია სიდამონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები