მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ხელშეკრულება სავარაუდოდ არსებობს - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პრემიერის ჩარტერზე

სამთავრობო თვითმფრინავი

დღეს მთავრობის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს განმარტებები გადაიხადა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტმა თანხა პრემიერის ჩარტერულ ვიზიტში. განცხადება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც. მისი თქმით, მან არ იცის როდის დაიდო ჩარტერის დაქირავების ხელშეკრულება, თუმცა სავარაუდოდ მსგავსი შეთანხმება უნდა არსებობდეს.

“არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით არ ვიცი ეს ხელშეკრულება როდის დაიდო. უნდა არსებობდეს სავარაუდოდ [ეს ხელშეკრულება]. უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. მე კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული დოკუმენტაცია დარწმუნებული ვარ არსებობს მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც მის ფრენებს უზრუნველყოფს”, - განაცხადა რევაზ ჯანელიძემ.

საქმე ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. საუბარია მიუნხენის მიმართულებით განხორციელებულ ფრენაზე.

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, სამთავრობო თვითმფრინავმა რეისი კომერციული სახით შეასრულა და მის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევას ადგილი არ ჰქონია.

საუბარია თვითმფრინავ Bombardier Challenger 850-ით [ბორტი 4L-GAA] განხორციელებულ რეისზე. ხომალდი საქართველოს მთავრობის ფრენებისთვის გამოიყენება, ნომინალურად ხომალდი “ჯორჯიან ეარვეისის” ოპერირების ქვეშაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები