მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკომ წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია თურქეთში გაიტანა

6388a1df7599f
მარიამ ვარადაშვილი
01.12.22 19:50
582
წელსაც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო) ყველაზე მეტი ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა. ესკოს ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვეში თურქეთში ექსპორტირებულია ჯამში 92.6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.

წლიურად ეს მაჩვენებელი 87%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს თითქმის 9 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანი იკავებს. ექსპორტის მაჩვენებელი აზერბაიჯანში წლიურად 15%-ს შეადგენს. რაც შეეხება სომხეთს ესკომ აქ ელექტროენერგია მხოლოდ სექტემბერში გაიტანა. ჯამში ქვეყანამ სომხეთში 3 მლნ კვტ.სთ ექსპორტი განახორციელა. 2022 წელს საქართველომ მაის-ივნისში განახორციელა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ესკოს მიერ ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა დაახლოებით 105 მლნ კვტსთ-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 84 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ბოლო ოთხი წლის ჯამურ მაჩვნებელს აღემატება.

ელექტროენერგიის ექსპორტი (2018-2022 წლები)

2018 – $20 მლნ
2019 – $9 მლნ
2020 – $6 მლნ
2021 – $16 მლნ
2022 (10 თვე) - $84 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები