მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანური ავეჯის ბრენდი „ინტერიორისმო“ თბილისში მეორე ფილიალს ხსნის

6447a345edd49
სალომე ხიდურელი
26.04.23 23:50
688
ესპანური ავეჯისა და დეკორის ბრენდი „ინტერიორისმო“, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 1.5 წლის წინ გამოჩნდა, თბილისში მეორე ფილიალს ხსნის. ამის შესახებ BMGTV-ზე „საქმიანი დილის“ ეთერში ბრენდის დამფუძნებლებმა, ნინჩო ჯიბლაძემ, ელენე გუნცაძემ, თამარ ბაქრაძემა და სოფო კალანდარიშვილმა ისაუბრეს.

როგორც ნინჩო ჯიბლაძე განმარტავს, ახალი ფილიალის გახსნის საჭიროება პირველი ფილიალის ადგილმდებარეობის გამო გახდა საჭირო, რათა მომხმარებლებისთვის უფრო ადვილად მისადგომი სივრცე შეეთავაზებინათ.

„გახსნის დღიდანვე ითხოვდა ჩვენი მომხმარებელი კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ისეთ ადგილას, სადაც ფეხით უფრო ადვილად იქნებოდა შესაძლებელი მისვლა. აქვე დავძენ, რომ დიდი ავეჯის, ფართო მოხმარების საგნების: ტახტების, კარადების, დიდი მაგიდების - შესაძენად ფარნავაზ მეფის ქუჩის ფილიალში მოსვლა ჩვენი მომხმარებლებისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა და ეს ავეჯი იქვე დარჩება.

თუმცა დღეს ვხსნით მეორე, პატარა მაღაზიას, ჭავჭავაძის 19-ში, სადაც წარმოდგენილი იქნება აქსესუარები, დეკორაციის ელემენტები, განათებები და მოწყობილი გვექნება პატარა ავეჯის შოურუმი“, - აცხადებს ნინჩო ჯიბლაძე.

როგორც „ინერიორისმოს“ ოთხი დამფუძნებელი „საქმიან დილაში“ ჰყვებიან, ესპანური ავეჯის ბრენდის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამი მათგანი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლებთან დაიწყეს შეხვედრები.

„პირველი იდეა იქიდან წამოვიდა, რომ გავიცანით არაჩვეულებრივი ესპანური ბრენდის წარმომადგენელი, რომელიც ხელნაკეთ განათებებზე მუშაობდა და მივხვდით, რომ ერთად შეგვეძლო, რამე საინტერესო გაგვეკეთებინა. სწორედ ეს ბრენდი იყო „ინტერიორისმოს“ პირველი ექსკლუზიური პარტნიორი“, - ამბობს ელენე გუნცაძე.

წამყვანის კითხვაზე, აპირებენ თუ არა „ინტერიორისმოს“ დამფუძნებლები მაღაზიის კონცეფციის შეცვლას და ესპანეთის გარდა სხვა ქვეყნის ავეჯისა და დეკორის ჩამოტანას, ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, რომ ეს საკითხი არც განიხილება.

„კონცეფციის შეცვლას არ განვიხილავთ, რადგან სწორედ ესპანეთია ჩვენი სტილის განმსაზღვრელი ქვეყანა. ესპანური ხარისხი არის ის, რითაც დავიწყეთ, და ამას მივყვებით ბოლომდე.

ნებისმიერი ნივთი, რომელიც ჩვენს მაღაზიაში განთავსდება, სხვადასხვა ესპანური ქალაქიდან შემოდის, იქ არის მათი საწარმო და შოურუმები და ამ ქვეყნის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ“, - ამბობს ნინჩო ჯიბლაძე.

ცნობისთვის, „ინტერიორისმოს“ პროდუქციის შეძენა როგორც მათი ფილიალებიდან, ასევე მათსავე ვებსაიტ interiorismo.ge-დან შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები