მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან

5eb2bfd2dd83b
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 18:02
799
15 მაისიდან, ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წარმატებული შეკავების შემდეგ, სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილება აღდგება.

ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ.

ასევე, როგორც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ შეაკავა კორონავირუსის გავრცელება და ისინი ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებს ენდობიან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, ესტონეთში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ლიეტუვაში COVID-19-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები