ესტონეთის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთში ჩამსვლელი და მისი გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში გადამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც დაწესებული სანქციების პათოსს არ ასახავს.
გადაწყვეტილება 18 აგვისტოდან შევა ძალაში, თუმცა გამონაკლისი რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებმაც შენგენის ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აიღეს. გამონაკლისით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ესტონეთში რეზიდენტის სტატუსი აქვთ, დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები და სხვა პირები.