მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეთამაშე ბათუმის დინამოს“ – "ლისინ ივენთის" სპორტული აქტივობა ბათუმი ფესტივალზე

ივენ
BM. GE
20.08.23 15:19
4

"ბათუმი ფესტივალი" ანბანის კოშკთან დღეს, 8 საათიდან მისულ სტუმრებს საინტერესო სპორტული აქტივობები დახვდებათ. „ეთამაშე ბათუმის დინამოს“ კამპანიის ფარგლებში ფესტივალს ბათუმის დინამოს ფეხბურთელები ეწვევიან.

დღეს, 8 საათიდან 9 საათამდე ფესტივალის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია უფასოდ ეთამაშოს მაგიდის ფეხბურთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს. კომპანია "ლისინ ივენთის" წარმომადგენლები ფესტივალის ვიზიტორებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან.

„დღეს, 8 საათიდან გაქვთ საშუალება, გვეწვიოთ ბათუმი ფესტივალზე და ეთამაშოთ მაგიდის ფეხბურთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს. თამაშის გამარჯვებულებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ამ აქტივობის შემდეგ კი ფეხბურთელებთან ერთად გეპატიჟებით ღია კინოთეატრში, ფეხბურთის მატჩის საყურებლად,“– განაცხადა "ბათუმი ფესტივალის" ორგანიზატორმა თათული ჯანჯღავამ. 

"ბათუმი ფესტივალი" 8 ივლისიდან ანბანის კოშკთან მიმდინარეობს და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბათუმი ფესტივალი არის საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ქუჩის მარკეტი, რომელიც აერთიანებს 6 განსხვავებულ ზონას: საკვები ზონა, საშოპინგო ზონა, საბავშვო გასართობი ზონა, ღია კინოთეატრი, გასართობი ზონა და ბარების ზონა.

ბათუმი ფესტივალის სტუმრებს შეგიძლიათ დააგემოვნოთ აზიური და ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნიმუშები, შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, მეგობრებთან ერთად უყუროთ სპორტულ მატჩებსა თუ ფილმებს, უფასოდ დაესწროთ მაგიურ შოუებსა და კონცერტებს და დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო სხვა აქტივობებით.

ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ "ბათუმი ფესტივალზე" ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის ადამიანი იპოვის გასართობს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები