მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ გზა უნდა გაუხსნას თურქეთს იმისთვის, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დავუჭიროთ მხარი - ერდოღანი

64ac00e2461ea
მარიამ ვარადაშვილი
10.07.23 14:47
342
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ ისინი NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წლებია შეჩერებულია და ეს ჯერ კიდევ ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის პირველ ვადაში დაიწყო. ევროგაერთიანებისა და თურქეთის ურთიერთობა განსაკუთრებით 2016 წელს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამწვავდა. 

“მოვუწოდებ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს ევროკავშირის კართან 50 წელზე მეტია ალოდინებენ. ჯერ გაუხსენით გზა თურქეთს ევროკავშირისკენ და ჩვენ გავუხსნით კარს შვედეთს, ისევე როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ”,-განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ იგივეს გაიმეორებს ვილნიუსში NATO-ს სამიტზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანა ახლა მიიჩნევს, რომ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში გაერთიანებით მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. 

ალიანსის ახალი წევრის მიღებას NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ანკარა მხარს არ უჭერს. შვედეთი თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული სტანდარტების გამო აკრიტიკებს, რაც თურქეთისვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები