ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ბუნებრივი აირის იმპორტს ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, EU-ს ეს გადაწყვეტილება იმ ნაბიჯების ნაწილია, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება დროებითია და ამჟამად ევროპისკენ გაზის მიწოდების ორი მარშრუტი განიხილება. პირველია ეგვიპტის მარშრუტი, ხოლო მეორე - თურქეთი.
როგორც BBC წერს, შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ისრაელის ბუნებრივი აირის ექსპორტს ეგვიპტეში, სადაც მას გაათხევადებენ, შემდგეგ კი ევროპის ბაზრებზე გაგზავნა იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40%-ს აწვდის. EU-მ პირობა დადო, რომ 2023 წლამდე რუსული გაზის მოხმარებას 2/3-ით შეამცირებს.