მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU: მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას

6409813727e6e
BM.GE
09.03.23 10:49
872
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით. EU საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიუბრუნდეს პროევროპულ რეფორმებს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად იმ 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა საქართველოს. 

"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები