მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ს 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული“ – „ფონდი ღია საზოგადოება“

6440f613d6b31
თინათინ ნატმელაძე
20.04.23 12:40
1234
„ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების პრაქტიკულად გათვალისწინება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს - ორი მეტწილად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, ხოლო ხუთი რეკომენდაცია სრულად შეუსრულებელია“, - განაცხადა „ფონდი ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა მედიასთან.

კითხვაზე, რომელია ის 5 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ნაწილობრივაც კი არ შეუსრულებია, ქეთი ხუციშვილი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ეს არის დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მედიის სრულყოფილი საქმიანობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლოს საკითხები.

რაც შეეხება ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს, „ფონდი ღია საზოგადოების“ შეფასების მიხედვით, მეტნაკლებად გამოსწორებულია გენდერული თანასწორობის დაცვის და ორგანიზაციულ დანაშაულთან სამართლებრივი ბრძოლის საკითხები.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეს „ფონდი ღია საზოგადოებამ“ მედიას სტატუსმეტრი წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეფასების პროცესს მიმოიხილავს.

„სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს აჩვენოს, რა არის უკვე შესრულებული და რა არის შესასრულებელი, საგანგებოდ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ დრო კიდევ არის ოქტომბრამდე, რომ ხელისუფლებამ აჩვენოს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ძირითადი რეკომენდაციები შესრულდეს ან პროგრესი მაინც გამოჩნდეს.

ჩვენს შეფასებას დღეს მხოლოდ მედიას წარვუდგენთ, შემდეგ უკვე უფრო ფართო საზოგადოებას, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს და შემდეგ უკვე, ცხადია, წარვადგენთ ბრიუსელშიც“, - ამბობს ქეთი ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები