26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების გაცხადებული მიზანია, შესრულდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, მის ხელმძღვანელს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს:„გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას;
რა შენიშვნები აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში ვერ ჩაითვლება რეკომენდაცია შესრულებულად?
სტუმარი: სანდრო ქევხიშვილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციულო პროექტის მენეჯერი;