მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სანქციების XI პაკეტი - რა შეიცვლება საქართველოსთვის?

BM.GE
28.06.23 13:21
97
გუშინ, საქართველოში ვიზიტად მყოფ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენსა და კუმარ იერს საქართველოს პრემიერი შეხვდა. ოფიციალური რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. 

- ამ დრომდე პოზიტიურად შეფასებული და გამოხატული დამოკიდებულება სანქციების ახალი პაკეტის გათვალისწინებით რა რისკებს ქმნის საქართველოსთვის და არსებული პოზიციების შენარჩუნების შემთხვევაში სანქცირების ობიექტი ქვეყნების ჩამონათვალში შეიძლება თუ არა იყოს საქართველო?


სტუმარი: ბათუ ქუთელია - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები