მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ში გაწევრიანების 3 ელემენტი“ - გერმანიის ელჩი საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პოზიციას აფასებს

637a60e80298d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 21:12
742
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიმართულებით პროგრესს განიცდის, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი პროგრესი. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე რამდენად შორსაა საქართველო ამ გზაზე, პიტერ ფიშერმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 3 ელემენტი დასახელა, რომლის დაკმაყოფილება გაწევრების მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებაში შემოსვლისას ქვეყნის ეკონომიკამ ბაზარზე არსებულ ზეწოლის გაძლება უნდა შეძლოს.

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგ პოზიციაზე ხართ. რასაც ჩვენ ვხედავთ, ის არის, რომ ქართველი ხალხის სურვილი ძლიან ძლიერია. ევროკავშირში გასაწევრიანებლად სამი ელემენტია, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა შეასრულონ. პირველი: ევროკავშირის ღირებულებებისა და მიზნების გაზიარება;

მეორე: იმისათვის რომ გაიზიარო ღირებულებები და მიზნები, უნდა გქონდეს მდგრადი პლურალისტური დემოკრატია. ჩვენ დემოკრატიის კლუბი ვართ. არადემოკრატიული ქვეყნების ადგილი ჩვენს კავშირში არ არის;

მესამე - არის ეკონომიკური ასპექტი. იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომელსაც გაწევრიანება სურს, უნდა იყოს მზად გაუძლოს ზეწოლას და ერთიან ბაზარს შემოუერთდეს. როცა ევროკავშირში ხარ, ეს ერთი ბაზარია. არ არის საბაჟო კონტროლი, შენი ბაზრის და შენი კომპანიების კონკურენციისგან დაცვა არ იქნება. ეს უნდა იყოს მომწიფებული ეკონომიკა.

საქართველო ამ ყველა მიმართულებით საკმაო პროგრესს განიცდის. კიდევ საჭიროა უფრო მეტი პროგრესი“, - განაცხადა ელჩმა.

პიტერ ფიშერმა დასძინა, რომ საქართველოს ახლა ევროპული პერსპექტივის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„თქვენ ახლა გაქვთ, ევროპული პერსპექტივა, გარკვეულ ეტაპზე ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი, ხოლო როცა თქვენ კანდიდატის სტატუსი გექნებათ, დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს, ეს მოლაპარაკებები კი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, როდესაც ევროკავშირი იტყვის, რომ საქართველომ მიაღწია თავის გასაღებს, სხვა სიტყვებით კი სრულად გადმოიტანა ევროპული რეგულაციები, კანონმდებლობა, სტანდარტები, ან გადმოიტანს მალე. ეს უზარმაზარი ამოცანაა, ვინაიდან სრული ევროპული რეგულაციები, კანონმდებლობა და სტანდარტები მოიცავს პოლიტიკურ, სასამართლო, თუ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს. მაგალითად, წყლის ხარისხი, ქვეითთა გადასასვლელების უსაფრთხოება. ეს ძალიან ფართო და ღრმა დღის წესრიგია“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები