ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომპანია Intel-ი ევროკავშირში ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების წარმოებაში 80 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ევროკავშირის მიზანი რეგიონის მაღალტექნოლოგიური წარმოების შესაძლებლობების გაზრდაა. აღსანიშნავია, რომ ჩიპები და ნახევარგამტარები თანამედროვე სამყაროში სტრატეგიული რესურსებად განიხილება, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია ავტომობილების, კომპიუტერული მოწყობილობების, სამომხმარებლო ტექნიკისა და საბრძოლო იარაღების წარმოებაც კი.
ამჟამად ევროკავშირის ტექნოლოგიური ინდუსტრია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტაივანზე და კომპანია TSMC-ზე, რომელიც ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებელია.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს სურს, ნახევარგამტარების სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდეს და 2030 წლამდე გლობალური წარმოების 20% EU-ს წევრ სახელმწიფოებზე მოდიოდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი ევროკავშირი “EUChipsAct“ სტრატეგიის ფარგლებში რიგი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.