მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიული კავშირიდან წიწიბურას ვერ შემოვიტანთ-როგორ მუშაობს მთავრობა ბაზრის დივერსიფიცირებაზე

5e9409817e266
ნინი ლონგურაშვილი
13.04.20 10:38
2144
12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა. აკრძალვა შეეხო წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის და ნივრის ექსპორტირებას. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის ძალაში 12 აპრილს შევიდა. ექსპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.

BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა, თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონელს მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.

„საქმიან დილაში“ სტუმრობისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ 2 კვირით ადრე იცოდნენ.

“ევრაზიული კავშირიდან რიგი პროდუქტების აკრძალვის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო ცნობილი”, - თქვა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომელთანაც მთავრობას აქვს კავშირი, როგორც წიწიბურის ქვეყანაში შემოტანაზე, ასევე, სხვა პროდუქტებზე, რომელიც შეზღუდვებში მოხვდა.

„მე მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ ის, რაც დღეიდან შედის ძალაში, ვგულისხმობ ევრაზიული კავშირიდან პროდუქცის იმპორტზე შეზღუდვას, ცნობილი იყო საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, სწორედ მაშინ გაცხადდა და მაშინ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს მთავრობას უკვე აქვს ღონისძიებები მიღებული, რომელიც ეხება ბაზრის დივერსიფიცირებას; ძირითადად, წიწიბურასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც თითქმის 68%-ით ევრაზიული კავშირიდან შემოდის, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნები, არის აზიის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მათ შორის წიწიბურაც შემოგვქონდა იქიდან და სხვა დასახელების პროდუქტიც, რომელიც არის ჩამონათვალში. ამავე, დროს ქვეყანაში გვაქვს ის მარაგები, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ორთვიანი გარდამავალი მარაგები შევსებულია ქვეყანაში და მუდმივად ხდება განახლება”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები