მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და ევროპის საბჭო ახალ პროექტებს იწყებენ, ჯამური ღირებულება 3 მლნ ევროა

6440f870b5674
მარიამ ვარადაშვილი
20.04.23 15:47
488
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში საქართველოში ოთხი პროექტი განხორციელდება, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. გარდა ამისა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან, რაც ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობით მიიღწევა.

დამატებით რეგიონულ დონეზე განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია კარგი მმართველობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. PGG აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მათი საჭიროებების საპასუხო მხარდაჭერას სთავაზობს და ქვეყნებს ეხმარება, რომ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხარისხით ევროპულ სტანდარტს დაუახლოვდნენ. პროგრამა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შიდა რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის, ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები