რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი გახსნა. სარკინიგზო ხიდის გახსნა უკვე დაგმეს ევროკავშირში, და მას უწოდეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევა.
19-კილომეტრის სიგრძის ხიდი პუტინმა მატარებლით გაიარა. როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, ხიდი უდიდესი მიღწევაა, რომლის საშუალებითაც 2020 წლისთვის 14 მილიონი მგზავრის და 13 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.