მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსეთის შვიდი ბანკის SWIFT-დან გათიშვაზე შეთანხმდა - Bloomberg

621e7d672f1f4
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 00:06
791
ევროკავშირი რუსეთის შვიდი ბანკის SWIFT-დან გათიშვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულ შვიდ ბაკში შეყვანილია VTB ბანკი, ბანკი „როსია“, „ოტკრიტიე“, „ნოვიკომბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“ და VEB.RF. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში არ მოხვდა ქვეყნის უმსხვილესი ბანკი "სბერბანკი".

თუმცა როგორც გამოცემას წყაროებმა უთხრეს, შესაძლოა ეს სია კიდევ შეიცვალოს მანამ, ვიდრე გადაწყვეტილება ფორმალურად ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები