მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020 - საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა 4 დღეში იწურება

5fd45c5b0516d
BM.GE
12.12.20 11:50
760
2020 წელს ევროკავშირმა უკვე მეცხრედ გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების წახალისება და შესაბამისი დაფასება.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
საუკეთესობლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ.

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაემგზავრება ერთთვიანი მივლინებით „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზისამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), nino@iwpr.ne

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები