მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებზეც სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის

5f1089349c9a9
თამთა ჯიჯავაძე
16.07.20 21:04
1636
ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებზეც სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის. 16 ივლისის განახლებული სიის მიხედვით, შეზღუდვები კვლავ მოხსნილი დარჩება საქართველოზე.

„კრიტერიუმებზე და პირობებზე დაყრდნობით შემუშავებული რეკომენდაციით, 16 ივლისის მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეტაპობრივად უნდა მოხსნას სამოგზაურო შეზღუდვები გარე საზღვრებზე შემდეგი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი“, – წერს საბჭო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული სიიდან ამოღებულია სერბეთი და მონტენეგრო. 

შეგახსენებთ, ე.წ უსაფრთხო ქვეყნების სიას ევროკავშირი ყოველ ორ კვირაში ანახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები